ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თუ ქვემო სვანეთს სტუმრობთ და გსურთ, საქართველოს ეს კუთხე სრულყოფილად გაიცნოთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალები ბრინჯაოს ხანიდან, მე-11-მე-12 საუკუნეების საეკლესიო ნივთები, მე-17-მე-18 საუკუნეების ხელნაწერი ლოცვები და ქვემო სვანეთის ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული კოლექცია. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია მუზეუმის მაჩუბში - სვანური სტილის საცხოვრებელ სახლში.
მუზეუმში სხვადასხვა სასწავლო პროგრამა ტარდება, რომლის მიზანიც არის სტუმრებისთვის სვანური კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.
სამუშაო საათები:
ორშაბათი - დაკეტილია
სამშაბათი - 10:00 - 18:00
ოთხშაბათი - 10:00 - 18:00
ხუთშაბათი - 10:00 - 18:00
პარასკევი - 10:00 - 18:00
შაბათი - 10:00 - 18:00
კვირა - 10:00 - 18:00
მისამართი: დაბა ლენტეხი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #14