2024-2028 LDS
სტრატეგია მოიცავს 2024-2028 წლებს და ამ დროის მანძილზე ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ლენტეხისთვის ჩვენი საერთო ხედვის რეალიზაციისთვის:
თემი
სადაც ცხოვრების დონე მუდმივად იზრდება.
ადგილი
სადაც მრავალფეროვანი, მდგრადი სამეწარმეო საქმიანობა უწყვეტად ვითარდება და ადგილზე ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები იქმნება.
გარემო
სადაც საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უხარიათ ცხოვრება, აქვთ წვდომა მრავალფეროან სერვისებზე, კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებზე, და შეუძლიათ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზება.
სტრატეგიული პრიორიტეტები
ჩვენი ხედვის განხორციელებისთვის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება განვსაზღვრეთ:
ტურიზმის განვითარება
სადაც ჩვენი მიზანია ტურიზმის სექტორის წილის გაზრდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში.
- მუნიციპალიტეტის ცნობადობა და პოპულარიზაცია, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი
- ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად
- ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად
- ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა სექტორისა და მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის
სოფლის მეურნეობის განვითარება
სადაც ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სარგებლიანობის გაზრდა ეკო- მიმართულებაზე ორიენტაციით.
ამ მიზნის მისაღწევად შემდეგი ამოცანები განისაზღვრა:
- მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდა და სტატუსის შენარჩუნება როგორც ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ადგილი
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით მდგრადი და ეკო-მეგობრული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დივსერიფიკაცია
სადაც ჩვენი მიზანია ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბიზნეს სექტორში მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნა და შეზღუდულ მიმართულებებზე დამოკიდებულების შემცირება.
ამ მიზნის მისაღწევად შემდეგი ამოცანები განისაზღვრა:
- ადგილობრივ მოსახლეობაში მეწარმეობის შესახებ ცნობიერებისა და უნარების ამაღლება
- მცირე და საშუალო ბიზნესის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში
სპორტის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერა
სადაც ჩვენი მიზანია - მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული შესაძლებლობების შექმნა.
ამ მიზნის მისაღწევად შემდეგი ამოცანები განისაზღვრა:
- ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაცია და სისტემატიზაცია
- კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა
- ახალგაზრდებისთვის საინტერესო კულტურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში
- მუნიციპალიტეტში სკოლის მიღმა უნარებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა
- ახალგაზრდებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა
- ახალგაზრდებში მეწარმეობის სულისკვეთებისა და უნარების განვითარება, და პროფესიის არჩევანთან/უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების შეცვლის ხელშეწყობა