Skip to Content

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი

ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (ლენტეხის LAG) არის სამოქალაქო, საჯარო და სამეწარმეო სუბიექტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას. ლენტეხის LAG დაფუძნდა 2024 წლის 29 თებერვალს და ჩვენი მისიაა გავაერთიანოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო სექტორი მუნიციპალიტეტის სამომავლო ხედვის შექმნისა და ისეთი პროექტების განხორციელების გარშემო, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას, გარემოსა და ცხოვრებას. 

გაიგეთ მეტი

წევრების შესახებ

LAG-ის წევრები

დღეისთვის ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი აერთიანებს 23 წევრს სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორიდან.

გაიგეთ მეტი

მმართველობა

ლენტეხის LAG-ის მმართველობა

ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც შედგება მისი ყველა წევრისგან. საერთო კრება გეგმიურად
იკრიბება წელიწადში შერთხელ და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის სტრატეგიულ საკითხებზე, ისმენს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ
ანგარიშებს და ირჩევს მმართველ საბჭოს. 

გაიგეთ მეტი

ლენტეხის LAG-ის მენეჯმენტი

LAG-ის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება მენეჯმენტი, რომელსაც ნიშნავს მმართველი საბჭო.  

გაიცანით ლენტეხის LAG-ის მენეჯმენტი

ნანა ჯანელიძე

ლენტეხის LAG-ის მენეჯერი

ნანა თავისი გამოცდილებით უზრუნველყოფს ლენტეხის LAG-ის გამართულ მუშაობას. ის პასუხისმგებელია ყველა ოპერაციულ საკითხზე და LAG-ის მიერ განხორციელებული პროექტების კოორდინაციაზე. 

სოფო ლიპარტელიანი

ლენტეხის LAG-ის ფინანსური მენეჯერი

სოფო პასუხისმგებელია LAG-ის და მისი პროექტების ფინანსურ მართვაზე.

თაკო ქურასბედიანი

ლენტეხის LAG-ის სოც. მედია მენეჯერი

თაკო პასუხისმგებელია ლენტეხის LAG-ის დიდი მიღწევების შესახებ სამყაროს ინფორმირებაზე.