მმათველი საბჭო
ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭო პასუხისმგებელია საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებაზე, განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.
ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მმართველი საბჭო შედგება საერთო კრების მიერ არჩეული 9 წევრისგან. მმართველ საბჭოში სამოქალაქო, სამეწარმეო და საჯარო სექტორები თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, თითოეული 3 წევრით.
თავმჯდომარე
ირინა კონდრატიევა
მჯერა, რომ LAG_ის წევრები, ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით შევძლებთ წვლილის შეტანას ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
საბჭოს წევრი
ზვიად მუსელიანი
ქვემო სვანეთის LAG-ის წევრობა არის ახალი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს რაიონს, მრავალი წარმატების მოლოდინით.
საბჭოს წევრი
მარადი ლიპარტელიანი
მე ლენტეხის LAG-ში და მის მმართველ საბჭოში წარმოვადგენ სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტს, თუმცა, ამავე დროს ერთ-ერთი რიგითი ლენტეხელი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი კუთხე. ლენტეხს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით და არა მარტო, და ამ პოტენციალის შესწავლის, წარმოჩენის და იდეების საქმედ ქცევისთვის უნდა ვიმუშაოთ თითოეულმა. მნიშვნელოვანია, რომ LAG-ის წევრები, რომლებიც სხვადასხვა სექტორს წარმოვადგენთ, ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით გავერთიანდეთ ლენტეხის განვითარების მიზნის გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მეტის გაკეთებას შევძლებთ ყველასთვის!
საბჭოს წევრი
ლუიზა ტვილდიანი
მჯერა, რომ ახლად დაარსებული ლენტეხის LAG, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად თანამშრომლობით, შევძლებთ ჩვენი რეგიონის შეცვლას უკეთესი მომავლისკენ. მოსახლეობის დასაქმება, რეგიონის განვითარება - ეს არის ის, რასაც ხელს შეუწყობს ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი.
საბჭოს წევრი
ალეკო მეშველიანი
მიხარია, რომ გავხდი LAG-ის მმართველი საბჭოს წევრი. იმედი მაქვს, ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით მოვახერხებთ საინტერესო და სასარგებლო საქმეების გაკეთებას ჩვენი მხარის განვითარებისთვის.
საბჭოს წევრი
ნინო ფეტელავა
ლენტეხის LAG-ის ჩამოყალიბებით მაქვს მოლოდინი, რომ ლენტეხში და ჩვენს რეგიონში მკვეთრად შეიცვლება ეკონომიკური და სოციალური გარემო უკეთესობისკენ. მიხარია, რომ მეც ვიქნები ამ ცვლილებების პროცესის მონაწილე!
საბჭოს წევრი
თეონა ტვილდიანი
ლენტეხის LAG-ის შექმნა, უკვე იმედია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ LAG-ში გაერთიანებული ადამიანები, ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ლენტეხში ცხოვრება უკეთესი და ფერადი გახდეს, გაუმჯობესდეს სოციალური და ეკონომიკური ფონი, დაიწყოს ახალი და საინტერესო პროექტები, დასაქმდეს ხალხი. ლენტეხის LAG ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის გამოწვევების გადაჭრას, რაც გამოიწვევს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და პოზიტიურ ცვლილებებს როგორც მუნიციპალიტეტში, ისე ინდივიდების ცხოვრებაში.
საბჭოს წევრი
ცოტნე მუსელიანი
ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისგან მოველი მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პროექტების განხორციელებას ქვემო სვანეთში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის!
საბჭოს წევრი
ნინო ონიანი
მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ჩვენი კუთხისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მადლობა ნდობისთვის!