Skip to Content

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ


ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (ლენტეხის LAG) არის სამოქალაქო, საჯარო და სამეწარმეო სუბიექტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას. ლენტეხის LAG დაფუძნდა 2024 წლის 29 თებერვალს და ჩვენი მისიაა გავაერთიანოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესები, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო
სექტორი მუნიციპალიტეტის სამომავლო ხედვის შექმნისა და ისეთი პროექტების განხორციელების გარშემო, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას, გარემოსა და ცხოვრებას.

ლენტეხის LAG ეფუძნება ევროკავშირის LEADER (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი)/CLLD (თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება) მიდგომას, რომლის მიზანია ადგილობრივი აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონის გავითარებაში. საქმიანობის განხორციელებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ თანასწორობის, გამჭვირვალობისა და
ადგილობრივი გაძლიერების პრინციპებით, რათა უზრუნველვყოთ: 

  • მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების მხარდაჭერა.
  • სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ადგილობრივი პრიორიტეტული მიმართულებებით ინოვაციების წახალისება.
  • მეწარმეობის მხარდაჭერა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება.
  • ჩვენი მდიდარი კულტურული და ბუნების მემკვიდრეობის მდგრადი გამოყენების პოპულარიზაცია.

ლენტეხის LAG წარმოადგენს ერთგვარ ხიდს ადგილობრივ თემებსა და განვითარების შესაძლებლობებს შორის - რომელიც ხელს უწყობს საჭიროებების გამოვლენას, რესურსების მობილიზებასა და ხელშესახები შედეგების შექმნას საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ როლიდან გამომდინარე, ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიზანია:

                                   ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება                      

ჩვენ გვჯერა, რომ ლენტეხის სწრაფად და მდგრადად განვითარება შესაძლებელია, თუ ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. სწორედ ამიტომ, ჩვენს საქმიანობაში ვაერთიანებთ სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების ადამიანებს, ორგანიზაციებს და ვიწვევთ ახალ წევრებსაც, ვისაც სურთ, თავიანთი წვლილის შეტანა მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.                                   

წევრების შესახებ


დღეისთვის ლენტეხის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს ჰყავს 23 წევრი.
 

წევრები სექტორების მიხედვით