Skip to Content


რაჭული გემო

ჩვენი პროდუქტები

ტრადიციული რაჭული ლორი (თხლად დაჭრილი და შეფუთული)

ტრადიციული რაჭული ლორი (მთლიანი ნაჭრები)


"რაჭული გემო"-ს შესახებ

  • პროდუქტის ტიპი

    ტრადიციული რაჭული ლორი. ლორი მზადდება ბუნებრივ გარემოში გაზრდილი ქართული ღორის ჯიშისგან, რაც აისახება საბოლოო პროდუქტის არომატზე. წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ ღორის ხორცი და მარილი, რომელიც შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იბოლება გამორჩეული არომატის პალიტრის მისაღებად. შემდეგ ჩვენ ფრთხილად ვჭრით და ვაფუთავთ ჩვენს პროდუქტებს, რათა მომხმარებელმა შეძლოს საბოლოო პროდუქტით ტკბობა. ჩვენი საწარმოო პროცესი HASSP სტანდარტის შესაბამისია, რაც უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის ხარისხს.  

  • წარმოების ადგილი
    სოფელი ლაგვანთა,
    ონი, 
    რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    ტელეფონი: +995 555 515 399
    E-mail: kotetagvadze@gmail.com@gmail.com

გაიცანით "რაჭული გემო"-ს შემქმნელი

კოტე თაგვაძე

"რაჭული გემო"-ს დამფუძნებელი






ჩემს ოჯახში რაჭაში ტრადიციული ლორი ყოველთვის მზადდებოდა. წარსულში მას ძირითადად ჩვენს ოჯახში მოვიხმარდით და მეგობრებსა და ნათესავებს ვჩუქნიდით. ბავშვობის შემდეგ, თბილისში გადავედი საცხოვრებლად, სადაც გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი, თუმცა რაჭა ყოველთვის მეძახდა. ამიტომ, 2012 წელს, გადავწყვიტე, რაჭაში დავბრუნებულიყავი და ადგილობრივი ლორის დამზადების ოჯახური ტრადიცია გამეგრძელებინა. ვიცოდი, რომ სწორი გემოს მისაღებად ადგილობრივი, ქართული ჯიშის ღორი და ბუნებრივი გარემო მჭირდებოდა. ამიტომ, ამ გზას დავადექი და ნელ-ნელა ჩემი ოჯახური ტრადიციის აღდგენა დავიწყე. დღეს ჩემს მომხმარებლებს რაჭის ნამდვილ გემოს ვთავაზობ. 

ტრადიციული რაჭული ლორი შეიძლება მიირთვათ როგორც დამოუკიდებლად, თხლად დაჭრილი, ასევე გამოიყენოთ სხვადასხვა კერძებში. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი მომხმარებლებისთვის ორივე ვერსია შემეთავაზებინა - თხლად დაჭრილი რაჭული ლორი, რომლის მირთმევაც შესაძლებელია წასახემსებლად, ასევე მთლიანი ნაჭრები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც საჭმლის მოსამზადებლად, ასევე ძირითად კერძად.  

ჩვენი ნახვა შეგიძლიათ



An address must be specified for a map to be embedded