მირანდას ღვინო
მირანდას ღვინის შესახებ
ღვინის წლიური წარმოება
1 800 ბოთლიპროდუქტის ტიპი
ლეჩხუმში, ტვიშის მიკროზონაში ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ბუნებრივი თეთრი მშრალი ღვინო. ვაწარმოებთ როგორც ტრადიციული ქვევრის, ასევე ევროპული სტილის ღვინოს.
წარმოების ადგილი
სოფელი ტვიში, ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარედამატებითი სერვისები
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ვენახის ტურს ტვიშში, რომელსაც მოსდევს ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივ კერძებთან ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია
Phone: +995 598 264 378
E-mail: micowinery@gmail.com
გაიცანით მირანდას ღვინის შემქმნელი
მირანდა ჩხეტიანი
მეღვინე და მირანდას ღვინის დამფუძნებელი
ტვიშში დაბადებული და გაზრდილი ვცდილობ შევინარჩუნო ლეჩხუმის მეღვინეობის ღრმად ფესვგადგმული სული, სადაც ღვინის სიყვარული თითქმის დაბადებიდანვე მოგვყვება. ჩემი ოჯახი უკვე რამდენიმე თაობაა, რაც ტვიშის ცოლიკოურს ქვევრში აყენებს. გავიზარდე ვენახებით, სუფრებით, ხვამლის მთითა და ღვინის, როგორც საზოგადოების ცხოვრების ცენტრის ისტორიებით, გარშემორტყმულ გარემოში. ჩემი ოჯახის ვენახის ისტორია ბაბუაჩემიდან იწყება, რომელიც ლეჩხუმის დამსახურებული აგრონომი იყო. მისი ისტორიით შთაგონებულმა მისი გზის გაყოლა ავირჩიე. ჩემი მიზანი იყო მცირე რაოდენობის ნამდვილი ტვიშის ცოლიკოურის წარმოება, სადაც ვენახს არ დაადგებოდა დიდი ჯაფა. ეს მაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნო ტვიშის ცოლიკოურის ცნობილი ხარისხი.
პირველად ღვინო ბოთლში 2017 წელს ჩამოვასხი და ამით დავიწყე მირანდას ღვინის გაცნობა ღვინის მოყვარულებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. დღეს ჩვენი საოჯახო მეღვინეობა მასპინძლობს სტუმრებს საქართველოდან და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, სადაც მათ ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციის მყუდრო გამოცდილებას ადგილობრივ გემოებთან ერთად და მათ ვაცნობთ ღვინის დამზადების პროცესს.