ლენტეხი - მთა გოლდაში - სოფელი საყდარი
ინფორმაცია ბილიკის შესახებ
ხანგრძლივობა
2 დღე
გასავლელი მანძილი
25 კმ.
უმარლესი წერტილი
2 840 მ. მთა გოლდაში
სირთულის დონე
საშუალოდან რთული - მკვეთრი აღმართები და მაღალი წერტილები. შესაფერისია კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი გამოცდილი მოლაშქრეებისთვის.
მარშრუტი
დღე 1: ლენტეხი - მთა გოლდაში - ალპური ტბა (დაახლოებით 7-8 საათი)
დღე 2: ალპური ტბა - სოფელი საყდარი (დაახლოებით 4-5 საათი)
საუკეთესო დრო ლაშქრობისთვის
ივნისი-ოქტომბერი
ბილიკზე ლაშქრობა საუკეთესოა ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში. თოვლი და არასტაბილური ამინდის გამო მარშრუტი სახიფათოა გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის დასაწყისამდე.
ეს თვალწარმტაცი ორდღიანი სალაშქრო ბილიკი ერთმანეთს აკავშირებს დაბა ლენტეხსა და სოფელ საყდარს მთა გოლდაშის გავლით.
სალაშქრო ბილიკი იწყება ლენტეხის ცენტრიდან და გრძელდება ჩრდილოეთით მ. ხერგიანის ქუჩით, მთა გოლდაშისკენ. ქედი, რომელსაც საფეხმავლო ბილიკი მიუყვება, დაფარულია შერეული ტყით, ხოლო 7 კილომეტრის შემდეგ ის გრძელდება ალპურ მდელოებზე, საიდანაც სამხრეთით იშლება ულამაზესი ხედები მდინარე ცხენისწყლის ხეობაზე და ჩრდილოეთით - კავკასიონის მწვერვალებზე. ამის შემდეგ ბილიკი მიუყვება მთა გოლდაშს, რომელიც ზღვის დონიდან 2840 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც შთამბეჭდავი 360-გრადუსიანი პანორამული ხედები იშლება. მთის ძირში პატარა ტბაა, რომლის მიმდებარე ტერიტორია იდეალური ადგილია ბანაკის გასაშლელად და ღამის გასათევად.
მეორე დღე შედარებით მარტივია, რადგან ბილიკის უმეტესი ნაწილი დაღმართია. ტბიდან ბილიკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე ეშვება, გადის ულამაზეს ტყის მასივებში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყის კორომები. საბოლოოდ, ბილიკი ჩოლურის თემში მდებარე სოფელ საყდარში ჩადის. ეს სოფელი მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1110 მეტრის სიმაღლეზე.