Skip to Content


ლეილას სახელოსნო


ჩვენი პროდუქტები

სათავსო ყუთები და კალათები

სანათები

ხელჩანთები


ლეილას სახელოსნოს შესახებ

  • პროდუქტის ტიპი

    ხელნაკეთი ნივთები სახლისა და პირადი მოხმარებისთვის. ჩვენი ნივთები მზადდება ქაღალდისგან, რომელიც იღებება ბუნებრივი საღებავებითა და გამძლეობისთვის იფარება აკრილის ლაქით.  

  • წარმოების ადგილი
    სოფელი ტვიში, ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

  • დამატებითი სერვისები

    ჩვენ გთავაზობთ ქაღალდით ქსოვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ გაკვეთილების  

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    Phone: +995 595 785 840
    E-mail: leilalachkepiani444@gmail.com

გაიცანით ლეილას სახელოსნოს დამფუძნებელი

ლეილა ლაჭყეპიანი

ლეილას სახელოსნოს დამფუძნებელი

ცხოვრების დიდი ნაწილი ტვიშში გავატარე, თუმცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იტალიაში წავედი ემიგრაციაში, სადაც კოვიდ პანდემიამ მომისწრო. ფართო შეზღუდვების დროს აღმოვაჩინე ქაღალდით ქსოვის ტექნიკა, რამაც ჩემი ყურადღევა მიიპყრო ესთეტიკისა და ასე ნაქსოვი ნივთების პრაქტიკულობის გამო. დავიწყე ამ ტექნიკის შესწავლა, ვინაიდან მჯერა სწავლის უწყვეტობის და იმავდროულად, განცდა მქონდა, რომ ამ უნარს სახლშიც გამოვიყენებდი და შევძლებდი მის გადაქცევას ხელნაკეთი ნივთების მცირე ბიზნესად. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაგრძელე ქაღალდით ქსოვა და მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნამუშევრები სხვების ყურადღებასაც იპყრობდა და იზრდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჩემს მიერ შექმნილი ნივთების ყიდვა სურდათ. ამიტომ ჩემი ხელსაქმე გადავაქციე მცირე ბიზნესად და დავიწყე საოჯახო და პირადი მოხმარების ნივთების ქსოვა. ახლა ტვიშში ჩემი ოჯახის სახლის სასტმრო სახლად გადაკეთების პროცესში ვარ, სადაც სტუმრებს თვალწარმტაც გარემოში დასვენებასთან ერთად შევთავაზებ ქაღალდით ქსოვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მასტერკლასებს. იმედი მაქვს, რომ მეტი ადამიანი შეისწავლის ქსოვის ამ ფორმას და გამოიყენებს მას პირადი სიამოვნებისა, თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად. 

ჩვენი ნახვა შეგიძლიათ



An address must be specified for a map to be embedded