ხილი პირველი
ხილი პირველის შესახებ
პროდუქტის ტიპი
100% ნატურალური ბიო ვაშლის ძმარი და ჯემი კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატების გარეშე. წარმოებაში გამოყენებული ხილი მოყვანილია ჩვენს საკუთრებაში არსებულ ვაშლის ბაღებში, სადაც არ გამოიყენება ქიმიკატები. შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის 100% მზადდება 100% ბიო ხილისგან.
წარმოების ადგილი
სოფელი წიფერჩი, ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
საკონტაქტო ინფორმაცია
Phone: +995 599 163 173
E-mail: fruitlechxumi@yahoo.com
გაიცანით ხილი პირველის დამფუძნებელი
ნაზი ბაბუნაშვილი
"ხილი პირველი"-ს დამფუძნებელი
ჩემს ოჯახს სოფელ წიფერჩში, ლეჩხუმში აქვს ვაშლის პლანტაცია. ჩვენი სოფელი ცენტრალური გზიდან საკმაოდ შორსაა და შესაბამისად, აქ ჰაერი სუფთაა, მანქანების გამონაბოლქვი ჩვენამდე ვერ აღწევს და ვაშლი ხარობს სუფთა გარემოში. 2017 წელს პირველად დავიწყე ბუნებრივი ვაშლის ძმრის დაყენება. ჩვენ ძმარს არ ვუმატებთ წყალს, კონსერვანტებსა და ქიმიკატებს და იმავდროულად, ვიყენებთ ვაშლის ადგილობრივ სახეობებს, რაც ჩვენს პროდუქციას აძლევს გამოკვეთილ გემოს. შემდგომ გავაფართოეთ წარმოება და დავიწყეთ უკვე ნატურალური ვაშლის ჯემების წარმოება, რომელიც ძმართან ერთად "ხილი პირველი"-ს უნიკალური პროდუქტია.