მიმდინარე წლის 4 თებერვალს ჩატარდა ლენტეხის LAG-ის წევრთა საერთო კრება, რომელსაც ორგანიზაციის 23 წევრიდან ესწრებოდა 18 წევრი.
საერთო კრებამ მოისმინა ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა ლენტეხის LAG-ის თავმჯდომარემ.
საერთო კრებაზე შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული:
- ცვლილება შევიდა LAG-ის წესდებაში, რომლის თანახმად, ორგანიზაციის მმართველი საბჭოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2 წლით;
- განახლდა LAG-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობა - ახლადარჩეულ მმართველ საბჭოში 2 ახალი წევრია;
- შემდეგი ორი წლის მანძილზე LAG-ს უხელმძღვანელებს ირინა კონდრატიევა.
ლენტეხის LAG-ის წევრთა საერთო კრება ჩატარდა პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში.



