Skip to Content

პროგრამირების სკოლა

6 აგვისტო, 2025 by
პროგრამირების სკოლა
Lentekhi LAG

თუ ხარ 15-17 წლის და ცხოვრობ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, შემოუერთდი ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ 8-თვიან პროგრამირების სკოლას და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს. 

გადადგი პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სფეროში!
 

 რატომ უნდა დარეგისტრირდე პროგრამირების სკოლაში? 

  1.  სწავლება სრულად დისტანციურია - შენ შეგიძლია დაეუფლო პროგრამირების საფუძვლებს, რეგიონის დატოვების გარეშე 
  2.  სწავლის პროცესში უზრუნველყოფილია მენტორის ინდივიდუალური მხარდაჭერა 
  3.  შესაძლებლობა გეძლევა გაიარო სტაჟირება საქართველოს წამყვან კომპანიებში 

 რეგისტრაცია უკვე დაიწყო - ადგილები შეზღუდულია! 

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 5 სექტემბერი (23:59)! 

 პროგრამირების სკოლაში სწავლა დაიწყება სექტემბერში. 

 განაცხადის შესავსებად მიყევი ბმულს: https://forms.gle/KycqFdFCh3wDjrV5A 

 პროგრამირების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია, ნახო აქ https://irc.ge/index.php?m=166&news_id=200 

 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 597 91 77 06, ან მოგვწერე: studentsitschool@gmail.com 

 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „ჩვენ ვქმნით მომავალს“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD IV) ფარგლებში.