Skip to Content

სასწავლო ვიზიტი ქედას LAG-ში

12 თებერვალი, 2025 by
სასწავლო ვიზიტი ქედას LAG-ში
Lentekhi LAG

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (ლაგების) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. 

 ვიზიტის ფარგლებში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალშექმნილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლები შეხვდნენ ქედის ლაგის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ გამოცდილებას ლაგის შექმნის, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და საქმიანობის შესახებ; ხოლო GALAG-ის თავმჯდომარემ, ნინო ტიკურიშვილმა მიაწოდა მათ ინფორმაცია GALAG-ის შესახებ. 

 სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო ლაგებს შორის გამოცდილების გაზიარება, მოსაზრებების გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობის განხილვა. 

 სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიზნეს პროექტები Château Iveri • შატოივერი; კერკი • Kerki; KAI FRIES კაიფრი;  Hill Inn • ჰილლინნ; Zipline Makhuntsetiმოინახულეს. 

 სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ENPARD 4 პროგრამის ფარგლებში, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა (IRC) და CENN-ის პროექტის „მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.