Skip to Content

ლენტეხის LAG-ის საერთო კრება

27 თებერვალი, 2025 by
ლენტეხის LAG-ის საერთო კრება
Lentekhi LAG

მიმდინარე წლის 4 თებერვალს ჩატარდა ლენტეხის LAG-ის წევრთა საერთო კრება, რომელსაც ორგანიზაციის 23 წევრიდან ესწრებოდა 18 წევრი. 

საერთო კრებამ მოისმინა ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა ლენტეხის LAG-ის თავმჯდომარემ. 

საერთო კრებაზე შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული: 

  • ცვლილება შევიდა LAG-ის წესდებაში, რომლის თანახმად, ორგანიზაციის მმართველი საბჭოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2 წლით; 
  • განახლდა LAG-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობა - ახლადარჩეულ მმართველ საბჭოში 2 ახალი წევრია; 
  • შემდეგი ორი წლის მანძილზე LAG-ს უხელმძღვანელებს ირინა კონდრატიევა. 

 ლენტეხის LAG-ის წევრთა საერთო კრება ჩატარდა პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში.