ალპური ნექტარი
"ალპური ნექტარი"-ს შესახებ
პროდუქტის ტიპი
ბიო თაფლი, დამზადებული ქვემო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში ალპური ყვავილებისგან. თაფლი ფრთხილად იფუთება ჩვენს HACCP-ის შესაბამის მიკროქარხანაში, სადაც მთელი წარმოების პროცესი ისე იმართება, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენთვის მოწოდებული საბოლოო პროდუქტის ხარისხი.
წარმოების ადგილი
სოფელი ლექსურა, ლენტეხი, ქვემო სვანეთი,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
საკონტაქტო ინფორმაცია
Phone: +995 599 852 707
E-mail: lipartelianidemuri@gmail.com
გაიცანით "ალპური ნექტარი"-ს დამფუძნებელი
დემური ლიპარტელიანი
"ალპური ნექტარი"-ს დამფუძნებელი
ქვემო სვანეთის დიდებული ალპური მდელოებით გარშემორტყმულ გარემოცვაში გავიზარდე, სადაც მეფუტკრეობა ადგილობრივების ერთ-ერთი ტრადიციული სფერო იყო. ფუტკრებთან ერთად მუშაობა ბავშვობიდანვე მაოცებდა და როდესაც დავინახე, რომ ეს ხელობა ნელ-ნელა ქრებოდა, რადგან ახალგაზრდა თაობა სწავლისა და მაღალი შემოსავლის მისაღებად სხვაგან მიდიოდა, მიზნად დავისახე მისი შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
მეფუტკრეობა 35 წლის წინ დავიწყე და თანდათან გამოცდილებაც დავაგროვე. დღევანდელ სამყაროში, სადაც გარემო დაბინძურებულია და სოფლის პროდუქცია აღარ არის ისეთი „სუფთა“, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო, დავიწყე ბიოწარმოების შენარჩუნებისა და ბიოსერტიფიკაციის მიღების მნიშვნელობის გაცნობიერება, რათა ჩემს მომხმარებლებს თავი დარწმუნებულად ეგრძნოთ მოხმარებული პროდუქტების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოებაში ყოველთვის ვიყენებდი ბიო-მიდგომებს, საკუთარი თავის დასამშვიდებლად, ბიოსერტიფიკაციის ხანგრძლივი გზა გავიარე, რომელიც „ალპურმა ნექტარმა“ წარმატებით მოიპოვა. გარდა ამისა, წარმოების პროცესში HACCP სტანდარტები დავნერგე და ახლა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თაფლი აკმაყოფილებს ბიო და უსაფრთხოდ წარმოებული თაფლის ყველა მოთხოვნას.