წევრების უფლება-მოვალეობები
წევრთა უფლებები
საერთო კრებაში მონაწილეობა
ყველა წევრს აქვს უფლება, მონაწილეობდეს საერთო კრების მუშაობაში.
მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელება
ყველა წევრს აქვს უფლება, წარადგინოს მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატი.
აირჩიოს და იყოს არჩეული მმართველ საბჭოში
ყველა წევრს აქვს უფლება აირჩიოს და იყოს არჩეული ორგანიზაციის მმართველი საბჭოსა და ორგანიზაციის სხვა სტრუქტურული ერთეულების (თუ არსებობს) წევრად.
სათათბირო ხმის უფლება
ყველა წევრს აქვს სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს მმართველი საბჭოს სხდომებში.
LAG-ის აქტივობებში მონაწილეობა
ყველა წევრს აქვს უფლება, შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში.
იყოს ინფორმირებული
ყველა წევრს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
რესურსების გამოყენება
ყველა წევრს აქვს უფლება, ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად და შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
წევრთა მოვალეობები
წესების დაცვა
ყველა წევრი ვალდებულია, დაიცვას ორგანიზაციის წესდება.
რეპუტაციის გაფრთხილება
ყველა წევრი ვალდებულია მოუფრთხილდეს ორგანიზაციის ბიზნეს რეპუტაციასა და ქონებას.
პატივისცემა
ყველა წევრი ვალდებულია, პატივი სცეს სხვა წევრებს და მიჰყვეს ეთიკის ნორმებს.