რაჭული მადლი
რაჭული მადლის შესახებ
პროდუქტის ტიპი
ეგზოტიკური, ხელნაკეთი მურაბები და ჯემები სამკურნალო თვისებებით.
წარმოების ადგილი
სოფელი ღარი,
ონის მუნიციპალიტეტი,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
დამატებითი პროდუქტები და სერვისები
ჩვენ გთავაზობთ ხელნაკეთ სურნელოვან სანთლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 595 170 275
E-mail: ekaterine.oni@gmail.com
გაიცანითი ადამიანი "რაჭული მადლი"-ს უკან
ეკატერინე ციხისელი
"რაჭული მადლი"-ს დამფუძნებელი
რაჭული ბუნების სიმდიდრე და ტრადიციები ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხალხს უძველესი დროიდან შთააგონებდა, შეექმნათ უნიკალური და გამორჩეული პროდუქტები. "რაჭული მადლი" მცირე ზომის წარმოებაა, რომელიც ამ ბუნებრივ სიმდიდრეს აფუძნება და გთავაზობთ გამორჩეულ არომატებსა და სამკურნალო თვისებებს.
ოჯახში 20 წელზე მეტია, რაც ჯემებსა და მურაბებს ვამზადებ და ამისთვის ბიზნესის სახის მიცემაზე მანამდე არ მიფიქრია. 2021 წელს როდესაც უცხოელმა სტუმრებმა ჩემი თაფლი გასინჯეს და მოეწონათ, ჩემმა ქალიშვილმა მირჩია, გირჩის მურაბაც შემეთავაზებინა მათთვის. სტუმრები აღფრთოვანდნენ გირჩის მურაბით და ამ აღფრთოვანებამ შთამაგონა, გადამექცია ჩემი გამოცდილება არომატების სიყვარული მცირე ბიზნესად.
ასე დაიბადა "რაჭული მადლი", რომელიც გთავაზობთ ბუნებრივ ჯემებსა და მურაბებს სახლის შეგრძნებებითა და არომატებით.