ახალი შესაძლებლობები ქვემო სვანეთის განვითარებისთვის
აღნიშნულ პროექტს ლენტეხის LAG ახორციელებს 2025 წლის აგვისტოდან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მთიანი საქართველოს ახალი სისოცხლე" (EPNARD 4) მხარდაჭერით.
მთლიანი ბიუჯეტი: 17,949 ევრო
LAG-ის შესაძლებლობების განვითარება
გაძლიერდება LAG-ის საქმიანობა, დამყარდება უფრო მჭიდრო კავშირები ადგილობრივ თემებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ჩართულობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ნატბეურას ჩანჩქერთან მიმავალი სალაშქრო ბილიკი
მოეწყობა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ჩანჩქერთან მიმავალი 7-კილომეტრიანი სალაშქრო ბილიკი, მოხდება მისი მარკირება და პოპულარიზაცია ვიზიტორთა მოსაზიდად.
კულინარიული ფესტივალი "სვანური სამზარეულოს უცნობი შედევრები"
ჩატარდება კულინარიული ფესტივალი და მზარეულთა შეჯიბრი "სვანური სამზარეულოს უცნობი შედევრები" და დამკვიდრდება ფესტივალის ყოველწლიური ტრადიცია.
სვანეთის კულინარიული გზამკვლევი
მომზადდება სვანური სამზარეულოს კულინარიული გზამკვლევის მასალები.
ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარება
ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები, დისკუსიები და შეხვედრები, რათა ხელი შევუწყოთ მათი შესაძლებლობების განვითარებას.
მოგვადევნეთ თვალი დამატებითი ინფორმაციისთვის!