თაფლი ლეჩხუმიდან
დეტალები "თაფლი ლეჩხუმიდან"-ის შესახებ
თაფლის წლიური წარმოება
4 ტონაპროდუქტის ტიპი
ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მცენარეებისა და ყვავილებისგან მოწეული ბუნებრივი თაფლი.
წარმოების ადგილი
სოფელი დეხვირი, ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესასაჩუქრე შეფუთვა
ჩვენ შეგვიძლია თაფლის სასაჩუქრე შეფუთვა თაფლის სანთლისგან დამზადებულ ბუნებრივ ქილებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 591 999 136
ელ. ფოსტა: chabukianigvanca123@gmail.com
გაიცანით მწარმოებლები
გვანცა ჭაბუკიანი
"თაფლი ლეჩხუმიდან" თანადამფუძნებელი
გიგა ჭაბუკიანი
"თაფლი ლეჩხუმიდან" თანადამფუძნებელი
ჩვენი ბრენდი შთაგონებულია ჩვენი ბავშვობით. ბაბუა მეფუტკრე იყო ლეჩხუმში და უკვე 5-6 წლის ასაკში მას ფუტკრის მოვლასა და ბუნებრივი თაფლის მიღებაში ვეხმარებოდით. მოგვიანებით, როდესაც გავიზარდეთ, უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დავტოვეთ ლეჩხუმი. თუმცა, 2020 წელს დავუბრუნდით ჩვენს ფესვებს და გადავწყვიტეთ აგვეშენებინა ოჯახურ ტრადიციაზე დაფუძნებული ბიზნესი.
ეს წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ეტაპობრივად განვვითარდით, გავზარდეთ ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და შევიძინეთ გამოცდილება.
ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის ჩვენთვის, ეს არის სიყვარული, რომელშიც გულსა და სულს ვდებთ.