Skip to Content

სოფელი მახაში

ტრადიციული სვანური საცხოვრებელი არქიტექტურა



მახაში ქვემო სვანეთის ისტორიული სოფელია, რომელიც ლენტეხიდან 42 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

სოფელი ტრადიციული სვანური არქიტექტურის ნიმუშებით ხასიათდება და აქ შეგიძლიათ ნახოთ ძველი სვანური სახლები მაჩუბებით, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც „ლუშნუ ქოორ“. აღმოსავლეთით, სოფლიდან ცოტა მოშორებით, მდებარეობს მახაშის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ასევე შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლია.