ნატბეურას ჩანჩქერთან მიმავალი სალაშქრო ბილიკის მოწყობა დასრულდება 2025 წლის ბოლომდე. ბილიკის მოწყობას ახორციელებს ლენტეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი პროექტის "განვითარების ახალი შესაძლებლობები ქვემო სვანეთისთვის" ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი და ბილიკის მოწყობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე” (ENPARD4) ფარგლებში.